დევნილთა ყოველთვიური შემწეობის შენარჩუნების საკითხი

,, საუნჯეს ” გამგეობის თავმჯდომარის ინტერვიუ დევნილთა ყოველთვიური შემწეობის შენარჩუნებასა და საბიჯეტო ხარჯების შემცირებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში:

შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენატცია

30 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში, არტ-გალერეაში გაიმართა პროექტის ,,ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია” შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალები, ასევე პროექტის შემაჯამებელი ფილმი.
შეხევდრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე ახალგაზრდები გორიდან და ზუგდიდიდან, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია NED-ის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე“, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ“ და „ჰელფინგ ჰენდის“ მიერ.

ბმა-ს პროექტის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია

 

30 ნოემბერს გაიმართა პროექტის ,,თანამშრომლობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისათვის” ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც ამხანაგობის თავმჯდომარეები, მერიის და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხევდრაზე მიღწეულ შედეგებთან ერთად წარმოდგენილი იქნა ფინანსური ანგარიში. პროექტის მთალიანი ბიუჯეტი შეადგენდა 3950 ლარს, აქედან 20% გაიხარჯა ხელფასებისთვის, 5 % ტრენერის და ექსპერტის ჰონორარებისთვის, 15% ქალაქ ზუგდიდში და ქალაქ ფოთში მანქანის იჯარის, საწვავისა და მძღოლის ანაზღაურებისთვის, 36% მოხმარდა პროექტის პირდაპირ ხარჯებს, როგორიცაა  შეხევდერბის, ტრენინგების, მრგვალი მაგიდებს, სადამფუძნბელო კრებების ჩატარების ხარჯები, პროექტის 3% დაიხარჯა ტრენინგებზე მონაწილეების კვებისთვის, 11% მოხმარდა პუბლიკაციების ბეჭდვას, ხოლო ბიუჯეტის 10 პროცენტი მოხმარდა ადმინისტრაციულ ხარჯებს, როგორიცა საკომუნიკაციო, ინტერნეტი, საკანცეარიო საქონლის შეძენა და  კომუნალური გადასახადები.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

პროგრამა ხორციელდება პროექტის:“რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისხელშეწყობა საქართველოში”(RLD)ფარგლებში,რომელსაც ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP),სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

დევნილის მოწმობა – ბარიერი ხმის მიცემისას

 

 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 63-ე და 65-ე მუხლების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირს ხმის მისაცემად სჭირდება დევნილის მოწმობა.

დევნილის მოწმობა პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება, ძირითადად იგი ბავშვისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისას ან საცხოვრებლის შეცვლისას არის აუცილებელი. შესაბამისად, მისი მუდმივად თან ქონა დევნილისათვის არანაირ პრაქტიკულ ან სამართლებრივ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მართალია, იგი გამოიყენება პიროვნების იდენტიფიცირებისათვის, თუმცა პირადობის მოწმობის გარეშე მას არ აქვს იურიდიული ძალა
.
კენჭისყრის დღეს იძულებით გადაადგილებულ პირს არ ეძლევა ხმის მიცემის უფლება, თუ არ წარადგენს დევნილის მოწმობას. აღნიშნულის გამო არაერთმა დევნილმა ვერ მოახერხა ხმის მიცემა. ერთ-ერთ უბანზე კი „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის“ დამკვირვებელმა დააფიქსირა შემთხვევა, როდესაც დევნილს გაუკეთდა მარკირება და შემდეგ დადგინდა, რომ მოწმობა თან არ ჰქონდა, რის გამოც მან მოგვიანებითაც ვერ შეძლო ხმის მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ შინ მიბრუნებულმა იპოვნა მოწმობა და მიბრუნდა უბანზე.

ცხადია, იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაციის მისამართი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ვერ გამოდგება მის საარჩევნო სიაში შესატანად და საჭიროა ფაქტობრივი ადგილსამყოფელის როგორმე აღრიცხვა, თუმცა დევნილის მოწმობის თან ქონა, მიგვაჩნია, რომ გაუმართლებელი შეზღუდვაა და უფლების ნაკლებად შეზღუდვით შეიძლება საარჩევნო სიის შედგენისას და ხმის მიცემისას ამ საკითხის დარეგულირება. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შემთხვევები, როდესაც იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაციის მისამართი არაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ემთხვევა მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს. ამ დროს დევნილის მოწმობის წარდგენის მიზანი – ფაქტობრივი ადგილსამყოფელის დადგენა, მთლიანად კარგავს აზრს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ID ბარათის მფლობელი დევნილის რეგისტრაციის მისამართი, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეთა რეგისტრაციის მისამართი ამ ბარათით არ დგინდება და ამომრჩევლის ხმის მიცემისას სიაშია მხოლოდ მისამართი მითითებული.

შესაბამისად, თუ სხვა მოქალაქის რეგისტრაციის მისამართის დადგენა შესაძლებელია ისეთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სადაც მისამართი იქნება მითითებული, იგივე შეიძლება მოხდეს დევნილის შემთხვევაშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა, იძულებით გადაადგილებულმა პირმა აუცილებლად დევნილის მოწმობის საშუალებით მისცეს ხმა, დისკრიმინაციულია და არათანაბარზომიერად ზღუდავს დევნილთა საარჩევნო უფლებას. ვგეგმავთ, ამ საკითხზე მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა.

/იხ. ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია, არჩევნების შემაჯამებელი ანგარიში  , 2016/

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები

logos-copyარასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში.

18 საათისთვის ფიქსირდება რამდენიმე პრობლემური შემთხვევა, თუმცა უმეტესწილად ტექნიკური ხარვეზები.

დარღვევების დიდი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო კომპეტენციით აიხსნება. განცხადების ტექსტი იხ აქ.  განცხადებები ასევე გავრცელდა 10, 12, 15 საათზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ზუგდიდში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ხმის დათვლის დროს რამდენიმე უბანზე საკმაოდ დაიძაბა ვითარება. ზუგდიდის თემის სოფლებში მომხდარი ინცინდენტების დროული გამოძიება, ისევე, როგორც მკაცრი რეაგირება აუცილებელია. მნიშვნელოვანია, ასეთ ფაქტებზე საარჩევნო ადმინისტრაციამაც მოახდინოს რეაგირება და უბნები, სადაც ეჭვის ქვეშ დგას არჩევნების შედეგების ავთენტურობა, უნდა გაბათიდლეს. განცხადება იხილეთ აქ.

 

სახელმძღვანელო დამკვირვებლებისათვის

 lashaa
 პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“  ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო დამკვირვებლებისათვის ,,წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი”.
სარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი წონა აქვს წინასაარჩევნო პერიოდს, რომლის დროსაც ყალიბდებაამომრჩევლის ნება ამ პერიოდში საბიუჯეტო. რესურსების არამიზნობრივი გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების ან ამომრჩევლების დაშინება ხელს უშლის გამჭვირვალე,დემოკრატიული არჩევნებს.
 სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს რა წარმოადგენს წინასაარჩევნო პერიოდშიადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, რომელია მონიტორინგის დროს ყურადსაღები საკითხები დაწინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში რა კანონდარღვევები თუ ტენდენციები მოქმედებს საარჩევნოგარემოზე. 
 სადამკვირვებლო მისიის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, რა დროსაც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისფაქტების დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებაც მოხდება. მისია ფოკუსირებულიაზუგდიდისა და გორის ოლქების არჩევნებზე, შესაბამისად, მონიტორინგი უმეტესწილად სწორედ ამტერიტორიულ ერთეულებში განხორციელდება (ზუგდიდის ქალაქი და თემი, გორის ქალაქი და თემი). ეს კიგულისხმობს აქტიურ მონიტორინგს ინფორმაციის გამოთხოვას, ცალკეული ღონისძიებების მონიტორინგს, ინტერნეტ რესურსების მონიტორინგს და ა.შ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მონიტორინგის პერიოდშიგამოვლენილი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები თუ ტენდენციები, რომლებიც ამ ორ ოლქში არ მომხდარა,ინტერესის საგანი არ გახდება. ფაქტები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ წინასაარჩევნო გარემოზე მოხვდება მისიის მონიტორინგის ანგარიშებში და მათზე მისია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
სახელმძღვანელო იხილეთ აქ.

ცენტლაურმა საარჩევნო კომისიამ სამინისტრო 2000 ლარით დააჯარიმა

ახალგაზრდულმა სადამკვირვებლო მისამ მოუწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს არ გამოიყენოს მისი ადმინისტრირებული ფეისბუქ გვერდი წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის,  და მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო უწყებათაშორის კომისიას კი სთხოვა, გასცეს რეკომენდაცია ყველა საჯარო დაწესებულებისათვის, მათი საინფორმაციო რესურსების მომავალში საარჩევნო მიზნებით გამოყენების პრევენციის მიზნით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრების ამსახველი მასალები, სურათები და ვიდეორგოლია გამოქვეყნებული, ამასთან, სურათების ქვემოთ მოცემულია სააგიტაციო ტექსტები.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება. წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და სამსახურეობრივი ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად ითვალისწინებს 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. აგრეთვე საჯარო სამსახურის სამართლის პრინციპებში მოცემულია, რომ საჯარო მოსამსახურე თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით.

საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-13 მუხლის თანახმად, უპარტიობა საჯარო სამსახურის ერთ-ერთი პრინციპია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულების მიერ დაფინანსებულ რესურსს, სოზარ სუბარი, მართალია, არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუმცა მას აგიტაციის დროს არ აქვს უფლება გამოიყენოს სამინისტროს ამ ტიპის რესურსი.

შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება. რაც წინასარჩევნო კამპანიის წესის დარღვევაა და ითვალისწინებს სანქციის გამოყენებას. შესაბამისი მოთხოვნით განცხადება გაგზავნილი იქნა საარჩევნო ადმინისტრაციაში და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიმ აღნიშნული საჩივარი დააკმაყოფილა.

წინასაარჩევნო გარემოს ზოგადი შეფასება

2016 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა წინასაარჩევნო გარემოს ანგარიში, რომელშიც მოცემულია 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით პეროდში დაფიქსირებული შემთხვევები.

არასამთავრობოორგანიზაციები„საუნჯე”, „სამოქალაქოსაზოგადოებისგანვითარებისცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯისამოქალაქოინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგჰენდი” აჯამებენ წინასაარჩევნო გარემოს და მიიჩნევენ, რომ უდიდესი გამოწვევა არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვაა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, მართალია, არ ჰქონია სისტემური ხასიათი, თუმცა საჭიროა, ეფექტიანი რეაგირება ასეთი შემთხვევების სრული აღმოფხვრისათვის.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი გორსა და ზუგდიდში გამოირჩეოდა საკმაოდ დაბალანსებული გარემოთი, მცირე იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებიც, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა და გახშირდა ურთიერთდაპირისპირების შემთხვევები, სადაც ფიზიკური დაპირისპირება და იარაღის გამოყენებაც კი ხდებოდა.

საარჩევნო გარემოსათვის გამოწვევად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციის დისტანცირება პარტიისაგან, კითხვის ნიშნები რჩება კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებით, მათ დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციასთან მიმართებით.
პროექტ „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის“ მიერ უკვე გამოქვეყნდა შუალედური ანგარიში, სადაც აღნიშნული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ცალკეული შემთხვევები. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია, თუმცა თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება აუცილებელია.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე ფაქტზე გავრცელდა საჯარო განცხადება, გარდა ამისა, დაიწერა სამი საჩივარი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე გორსა და ზუგდიდში, რომელთაგან ერთი უკვე დაკმაყოფილდა, ხოლო ორი განხილვის ეტაპზეა.

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პერიოდის მშვიდ გარემოში წარმართვა უმთავრესი პრიორიტეტია, რისთვისაც აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკუთარი ვალდებულებების პირნათლად და სრულყოფილად შესრულება. გარდა ამისა, მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავი შეიკავონ აგრესიული კამპანიის წარმოებისაგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს ოპონენტი ძალების პატივისცემისაკენ. ასევე მივმართავთ საჯარო დაწესებულებებს და მმართველ გუნდს, მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ცდუნება და თავი შეიკავონ ასეთი რესურსების ბოროტად გამოყენებისაგან.

დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ შემოიფარგლება მხოლოდ კენჭისყრის დღეს პროცედურების ზედმიწევნით დაცვით. წინასაარჩევნო პერიოდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც, აუცილებელია, ამ დროს დაცული იყოს მშვიდი, კონკურენტული და სამართლიანი გარემო. მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ კენჭისყრის დღეს და მის შემდეგ სიმშვიდე და უსაფრთხოება, რათა დაცული იყოს დემოკრატიული პროცესები.

წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიში იხილეთ აქ 

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცხადების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

October 7, 2016
General Assessment of Pre-Election Period
NGOs “Saunje”, “Civil Society Development Centre”, “Step Towards Civil Integration” and “Helping Hand” assess the Pre-Election Period and consider that the biggest challenge was conducting it in peaceful environment; although abuse of state resources did not have systemic character, such cases should be efficiently responded in order to completely eliminate them.

The pre-election period of the October 8, 2016 Elections in Gori and Zugdidi was rather balanced, the facts of abuse of state resources were rare as well, however, in the last period the situation changed and the occasions of confrontation became frequent, when physical confrontation and even the use of arms took place.

The challenge of distancing the election administration from party remains problematic, questions are raised with regards to electing members of commissions, concerning their independence and qualification.

Mid-term Report has already been published within the project “Youth Observation Mission”, where the facts of abuse of state resources were described. Generally, it can be stated, that the abuse of state resources for the October 8, 2016 elections was not systematic, however, each case should be efficiently responded.
Within the project public statements were disseminated regarding several facts, additionally, three claims were made regarding the abuse of state resources in Gori and Zugdidi, one of which has already been satisfied and two are pending.

In sum, it should be stated that the most relevant priority is to conduct election process in peaceful environment, the complete and faithful fulfilment of their duties by the local self-government and the law-enforcing bodies is necessary to this end. Additionally, we address the political unions to abstain from conducting aggressive electoral campaign and call their supporters to respect opposing forces. We also appeal the public entities and the ruling party to minimise the temptation to use the state resources and abstain from abusing such resources.

Conducting democratic elections is not limited to following the procedures on the Election Day. The pre-election period has high relevance, for which, it is necessary, that the environment stays peaceful, competitive and fair. We appeal the election administration and the law-enforcing bodies to ensure that peace and safety is guaranteed on the Election Day and afterwards, so that the democratic processes are safeguarded.

The Statement is made by non-government organisations “Saunje”, “Civil Society Development Centre”, “Step Towards Civil Integration” and “Helping Hand” within the project “Youth Observation Mission”. The Project is funded by the National Endowment for Democracy” (NED). The content of the Statement might not coincide with the position of “National Endowment for Democracy” (NED).